|
2016-08-24 15:21:34, 725 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ს წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილას ეხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილას ეხმაურება, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის საზოგადოებისთვის ახალი პოზიციით წარდგენას გულისხმობს. აბესაძის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. "მაშინ, როცა უმუშევრობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა ხელისუფლებამ კი ამ პრობელმის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა, როდესაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობის სხოდამას დიდი იმედით უყურებენ და იმედოვნებენ რაიმე მათ სასარგებლოდ ითქვას და გაკეთდეს, პრემიერის გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. ესაა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შპს ების შექნას და იქ ოცნების აქტივისტებისა და ყოფილი დეპუტატების დასაქმებას გულისხმობს. ჯაჭვლიანმა, რომელსაც დეპუტატობისას რაიმე სასარგებლოს კეთებით თავი არ გამოუჩენია, ათეულობით და ასეულობით ადამიანის ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილ კომპანიას უნდა უხელმძღვანელოს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო.4 წლის განმავლობაში შესაძლოა მოსახლეობა მოტყუებული, უმუშევარი დარჩეს. და ყველაფერი ნაცვლად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი საუბრობდეს სამომავლო გეგმებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამას რა თქმა უნდა მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. იქ, სადაც რეალურად ადამიანებს საკუთარი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად შეეძლებათ დასაქმება", - განაცხადა აბესაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)