01:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:40:29, 673 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: 20 წელია ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია,მაგრამ რეფერენდუმები ჩატარებულა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშრებით რეფერენდუმის თაობაზე, პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 20 წელზე მეტია დარღვეულია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში საქართველოში რეფერენდუმები ჩატარებულა. „კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით პრემიერმა განმარტა, რა საკითხში არ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ვერ დავეთანხმებით ბუნებრივია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა 20 წელიწადზე მეტია დარღვეულია და ამ ხნის განმავლობაში რეფერენდუმები ჩატარებულა, მათ შორის ის, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არის არა 235, არამედ 150 წევრი, ესეც არის რეფერენდუმით მიღებული დადგენილება. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური საკითხია... პოლიტიკური საკითხია ყველაფერი, მაგალითად ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ისე არ მიიღოთ, რომ ამას ერთი და იგივე დონეზე ვაყენებ. ნებისმიერი ქვეყანა, თვითონ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კონსტიტუციის საკითხი და რა-არა“, -განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება ევროკავშირის რეგულაციებს არ ეწინააღმდეგება.



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics