|
2016-08-23 18:10:53, 719 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ნაციზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება. "ევროპარლამენტის ამავე წლის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 1939 წლის 23 აგვისტოს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად” გაინაწილეს და მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეთა სტატუსით გააჩაღეს. კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის ალიანსმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და საბჭოთა საოკუპციო რეჟიმს უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, (რის შედეგადაც ფიზიკურად განადგურდა საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და ინტელექტუალური ელიტები ისევე როგორც ათეულ ათასობით მოქალაქე). მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც საქართველო ჯერაც ებრძვის და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს” აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს განვითარების გზის შეცვლა კრემლის საქმიანობის მთავარი ფოკუსია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე საქართველოს შიგნით. სამწუხაროდ, ოკუპანტი სახელმწიფო ღია და ფარული მოკავშირეების ნაკლებობას არ განიცდის.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)