|
2016-08-23 18:04:39, 731 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს მიულოცა საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ და საპროგნოზო მაჩვენებლებს. ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორში არსებულ დადებით ტენდენციასა და საქართველოში ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებლზე. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო იქნება მაგალითი რეგიონში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)