|
2016-08-22 18:11:35, 1795 ნახვა
მსოფლიო
მოსამართლემ, რომელიც სავჩენკოს საქმეს განიხილავდა, თანამდებობა დატოვა
რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლეონიდ სტეპანენკომ, რომელიც უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეს განიხილავდა, თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, სტეპანენკომ თანამდებბა 29 ივლისს მოსამართლეთა კვალიფიციური კოლეგიის გადაწყვეტილებით დატოვა. მოსამართლის გადადგომის მიზეზი არ სახელდება. სტეპანენკო მოსამართლედ 2008 წელს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 22 მარტს გამოუტანა. მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალევე სავჩენკო უკრაინაში დაკავებული რუსეთის ორ მოქალაქეზე გაცვალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)