|
2016-08-22 14:16:28, 649 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია იუსტიციის სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებს შორის სხვაობის მიზეზებს განმარტავს
ცენტრალური საარჩვნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია განმარტავს,თუ რატომაა სხვაობა იუსტიციის სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებს შორის. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ერთმანეთისგან განსხვავებული დათვლის მეთოდიკითაა განპირობებული. "საქასტატის მონაცემები ეყრდნობა რეზიდენტებს. ანუ, კონკრეტულად, მაცხოვრებლებს ითვლის საქსტატი.რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის იღებს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და იქ შედიან მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. ასევე შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ორი მონაცემი არ არის განსხვავებულ საფუძვლებზე დამყარებული. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ ამომრჩეველთა სია საჯაროა. წაღებული აქვს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. როგორც წინა წლებში, ისე დღეის მონაცემებით, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა სიაში ხარვეზების შესახებ რაიმე პრეტენზია არ მიგვიღია",-განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცესკო-ს თავმჯდომარემ უმისამართო ამომრჩეველზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილები, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან ბოლო რეგისტრაციი ს მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში უკვე შეყვანილი არიან: "ეს გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, რათა ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების, ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო. შესაბამისად, ეს პირები ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, ან ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არიან შეყვანილი სიებში და დაახლოებით, 59 000 ასეთი ამომრჩეველი დაემატა სიებს. რაც შეეხება საზღვარგარეთს, არსებობს კონკრეტული პროცედურა, შესაბამის ვადებში საზღვარგარეთ მცხოვრებმა პირებმა რომ უნდა მიმართონ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, გაიარონ საკონსულო აღრიცხვა, ან საარჩევნო რეგისტრაცია და საკონსულო ხელმძღვანელის მიერ გადმოცემული სიების საფუძველზე, ჩვენ მათ შევიყვანთ სპეციალურ სიებში და მიიღებენ საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობას",-განმარტა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს სკონსულო დაწესებულებაში და დადგეს აღრიცვხვაზე. რაც შეეხება ვადებს, ჟვანიას განცხადებით, მას კანონი აწესებს. შეგახსენებთ, საქსტატის აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში 3 700 000 პოტენციური ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით- 3 500 000.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)