04:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 19:54:39, 836 ნახვა

საზოგადოება
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალში ირანელ ნემათ ჩასემისთან დამარცხდა.

ქართველ მძიმეწონოსანს შეხვედრა 3:0 მიჰყავდა, თუმცა ბოლო წამებზე უპირატესობა დათმო და საბოლოოდ შეხვედრა ირანალის სასრგებლოდ - 4:4 დასრულდა. მეტოქემ გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა.

ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილი დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics