|
2016-08-17 16:06:10, 924 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობისსამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ დირექტორს, ჩაო კაილონგის და აზიის მეღვინეობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ტომი ლემს შეხვდნენ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ პროგრამის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გათვალისწინებული სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და ქართული ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის ერთობლივი სურვილი გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ერთობლივ სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებს. ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კი დაიგეგმა ჩინეთში ქართული მუზეუმის გახსნა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება. ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფელ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე განთავსებული ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)