|
2016-08-17 11:01:34, 1153 ნახვა
საზოგადოება
ქართული სპორტის ისტორიაში პირველად პოდიუმზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა
ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე კი, ბრინჯაოს პრიზიორი. ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა, თურმანიძემ კი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში. 22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ. აკვრაში კი 258 კგ. დააფიქსირა, თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა, თურმანიძემ ასევე ყველა ცდა წარმატებით შეასრულა ორივე მოძრაობაში. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)