11:52 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 17:40:18, 838 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალმა ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, რომელიც ბატალიონის მომზადების დონის შეფასებას ისახავდა მიზნად. სწავლება პატრულირებას, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. საერთაშორისო მისიისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქართული ქვედანაყოფის საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ოქტომბერში გაემგზავრება. 

ქვედანაყოფი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics