|
2016-08-16 14:32:04, 750 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად 80-იან წლებში რაგბის ვთამაშობდი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან რამდენიმეს პირადად იცნობს. სერგეენკო დარწმუნებულია, რომ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებენ: „გუშინ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, მე რამოდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ სხვადასხვა სფეროებიდან. რამდენიმე მათგანთან ერთად ოთხმოციან წლებში რაგბის ვთამაშობდი. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო წლების განმავლობაში და სხვათაშორის მისი დამსახურებაა ძალიან ბევრი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ასევე c ჰეპატიტის პროგრამის საწყის ეტაპზე მოლაპარაკებები. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობ და შემიძლია მხარში ამოვუდგე მათ. ისინი ნამდვილად სასარგებლო იქნებიან ქვეყნისათვის”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, რომ წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა სპორტსმენია, სერგეენკომ ასე უპასუხა: „კრიტიკა მრავალგვარი არსებობს და ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრნაირი კრიტიკა მომისმენია, მათ შორის ე.წ. ნეგატოფილებისგან, რომლებისთვისაც რომ მეთქვა, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75 არის, ბრალს დამდებდნენ წინასაარჩევნო მოსყიდვებში, ასე რომ, მე ვცდილობ ყურადღება არ გავამახვილო ასეთ რაღაცებზე”,-აღნიშნა სერგეენკომ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)