|
2016-08-15 18:45:18, 921 ნახვა
საზოგადოება
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ვანის რაიონში სოფელ სულორის, ისრითის, ამაღლების, ინაშაურის, საპრასიას, ძულუხისა და დიხაშხოს მცხოვრებლებს შეხვდა. გრიგოლ ლილუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა; მისივე განმარტებით პროგრამის - „დანერგე მომავალი'' ფარგლებში ხელისუფლებამ მებაღეებს გაშენებული ნერგების ღირებულების 70% აუნაზღაურა. ამავე პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ 50%-იანი თანადაფინანსებით სარწყავი სისტემების დამონტაჟება უზრუნველყო. „სახელმწიფოს დახმარებით 1500-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ამუშავდა, რის შედეგადაც სოფლებში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ხელისუფლების აქტიურმა მუშაობამ პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები მოიძია; ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა აქტიურად გაიზარდა," - განაცხადა ლილუაშვილმა შეხვედრაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ამაღლებაში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა. საწარმომ „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში იაფი აგრო სესხის მიღება შეძლო; ქარხანაში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. (NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)