01:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 15:49:19, 899 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკის N8 კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსება დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ კანდელაკის N8-ბ კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი დააფინანსა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კორპუსი ორსადარბაზოიანია და ნაპრალების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა, რისთვისაც გამგეობამ 35,429 ლარი გამოყო.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გაიოზ ვასაძემ, ლუკა კანკავამ და თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსმა ვლადიმერ კაპანაძემ დაათვალიერა.

„პროექტის დაფინანსების მოთხოვნით, კანდელაკის N8ბ კორპუსის ამხანაგობამ გამგეობას რამდენიმე თვის წინ მიმართა. ადგილობრივები წუხდნენ, რომ  სართულებს შორის არსებული ნაპრალების გამო, ნალექიანი ამინდისას, ბინებში წყალი შედიოდა, რაც დროთა განმავლობაში შენობის მდგრადობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა. ნაპრალების დროული რეაბილიტაცია კი კორპუსს,ავარიულობისაგან დაიცავს,“ - განმარტავს გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics