01:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:06:36, 757 ნახვა

საზოგადოება
„ერისიონის“ კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის გზავნილით დასრულდა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა - „ერისიონი” 13 ივნისს, საკონცერტო დარბაზ Bლაცკ შეა Aრენა-ს სცენაზე გამართული გრანდიოზული შოუ-კონცერტი შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გზავნილით დაასრულა. კონცერტის დასკვნით ნაწილზე „ერისიონის“ მოცეკვავეებმა ცეკვა „ხორუმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის ფარგლებში დამზადებული მაისურებით შეასრულეს, რომლებზეც ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გულია გამოსახული. ამ გზავნილით ანსამბლი „ერისიონი“ შსს-ს კამპანიას შეუერთდა და მოქალაქეებს, მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შსს-ს მიერ დაწყებულ სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ყოველდღიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კომპანიები და რიგითი მოქალაქეები განსხვავებული და საინტერესო ინიციატივებით უერთდებიან. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics