|
2015-03-08 15:19:20, 3027 ნახვა
სხვადასხვა
სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებმა თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს 8 მარტი მიულოცეს
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულღა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებმა თემქის, მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს „ქალთა საერთაშორისო დღე“ მიულოცეს. სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ჯინჯიხაძემ და მისმა მოადგილემ ბელა გოგუამ მოხუცებს ყვავილები და სუნამოები აჩუქეს. „ქალთა საერთაშორისო დღე მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს მივულოცეთ. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“, - აღნიშნა ლაშა ჯინჯიხაძემ. მოხუცთა თავშესაფარში დღესდღეობით სულ 40 ქალია. „დღეს განსაკუთრებული დღეა ყველა ქალისთვის. მინდა მათ სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება ვუსურვო, განსაკუთრებით ჩვენს მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათთვის დღე განსაკუთრებულია და შევეცადეთ, რომ ეს დღე გაგველამაზებინა მათთვის“, - განაცხადა ბელა გოგუამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)