04:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 09:57:16, 1146 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში  ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან  მინისტრის პირველი მოადგილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებულ თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა.

 „ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება,“ - აღნიშნა მღებრიშვილმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს ეწვია, თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics