|
2016-08-11 20:33:14, 843 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში „თუშეთობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „თუშეთობის“ ტრადიციულ სახალხო ზეიმში და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა თუშურიხელნაკეთინივთებისგამოფენა და დაცულიტერიტორიებისვიზიტორთაცენტრიც დაათვალიერეს. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა და ესაუბრა ამხანაგობა "თუშურიფარდაგის“ წევრებს, რომლებსაც „თუშეთი 2016“-ის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა დასახელების ხელნაკეთი და ნაქსოვი საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბუნებრივი საშუალებებით შეღებილი, ათეულობით სხვადასხვა ფერის ბაწარი და ა.შ. "თუშური ფარდაგი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელმაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარებით, პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღო. ამხანაგობის წევრებმა მიღებული თანხით ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა და ჭურჭელი შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ "თუშური ფარდაგის“ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი ტურისტები, ამხანაგობის ნაწარმი ასევე წარმატებით იყიდება ევროპის მრავალ ქვეყანაში. ომალოში მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად თუშმეცხვარეებსშეხვდა. მთავრობის წევრებმა ადგილობრივი მეცხვარეებისგან მოისმინეს ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად „თუშეთობის“ დღესასწაულის ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს და ფოლკლორულ კონცერტსაც დაესწრო.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)