|
2016-08-11 13:00:14, 722 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა. კახა კახიშვილი და სამინისტროს დელეგაცია უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის წინასწარი დაკავების დაწესებულებასა და პალჰალმას ციხეს ესტუმრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერეს, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და უნგრეთის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. საქართველოს სასჯლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამების შესახებ, რომლებიც დანერგილია უნგრეთის პენიტენციურ დაწესებულებებში. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ უნგრული მხარის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, დაათვალიერეს დაწესებულებების ფერმერული მეურნეობები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ბოლო წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. უნგრეთს მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მხრივ არაერთ პროექტს ახორციელებს, ქართული მხარე ამ კუთხით უნგრულ გამოცდილებას გაიზიარებს. კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს. უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)