|
2016-08-10 16:35:23, 718 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: თუ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე არ მივა, ამით "ნაციონალური მოძრაობა" ისარგებლებს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს. ინაშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის არ მისვლით, "ნაციონალური მოძრაობა" ისარგებლებს. ამიტომ, ირმა ინაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მისვლაზე და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე უარი არ თქვან: "აუცილებელია, ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს არჩევანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ იმედგაცრუებას, სკეპტიციზმს და არ უნდა ვთქვათ-არავისი არ მჯერა, არ წავალ. არა, უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რადგან თუ ამომრჩეველი არ მივა საარჩევნო უბანზე,ამით ისარგებლებს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მობილიზაციას გაუწევს მის ამომრჩეველს და მისი 6% უცბად გახდება 12%. ამიტომ, უნდა იაქტიუროს "პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩეველმა და სამარშუტო ტაქსებითა და ავტობუსებით კაირ უნდა მივიყვანოთ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე, ამომრჩეველმა უნდა იგრძნოს ასევე პასუხისმგებლობა, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს მისთვის სასურველ პარტიას. მე გამიხარდება, რომ ჩვენ მოგვცენ ხმა. პასუხისმგებლობა არ აქვს მხოლოდ პოლიტიკოსს, პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩეველსაც და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვე დღეს. ვინმეს ხომ არ ენატრება "ნაციონალური მოძრაობა" და ის წამების ფაქტები, რაც ჩვენ ვამხილეთ თავის დროზე, ვინმეს სჯერა, რომ დავით ბაქრაძე ესიზმრება ქართველ ხალხს? ვინმეს სჯერა ის NDI-ს მონაცემები, თითქოს 15% იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ შეხედულებებსო და მხოლოდ 5% იზიარებს "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურ შეხედულებებსო. ჩვენ არავის დავაბრუნებინებთ "ნაციონალურ მოძრაობას". არვიცი, "ქართული ოცნება" რა პოზიციას დაიკავებს, მაგრამ ვიდრე არსებობს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არ მოხდება "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია",-განაცხადა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)