|
2016-08-10 10:44:37, 660 ნახვა
საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს. მათივე ინფორმაციით, ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება. ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას ბოლო მითითებები მისცა. „პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება. მომდევნო კვირიდან მოძრაობა უკვე ორივე მიმართულებით გაიხსნება. პროექტი ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი - აქ განიტვირთება, როგორც საავტომობილო მოძრაობა, ასევე, გადაადგილება ტურისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გახდება უფრო კომფორტული. გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და შესაბამისად პროექტის განხორციელების შედეგად ეს არეალი კიდევ უფრო მეტად განვითარდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარია გამოყოფილი. (NS)
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)