|
2016-08-10 09:21:03, 926 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მარგველაშვილმა „მაესტროს” ღამის ეთერში განმარტა, კამპანია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი არ იქნება. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება ჩემთვის არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი ამომრჩევლის აქტიურობაა, ამიტომ ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. რიგები საარჩევნო ყუთებთან, ქართული დემოკრატიის გარანტიაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა: „ახლა თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემოა. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო”, - განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, 2012 წელს შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოწოდებული იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, ახლა კი, „ამომრჩეველი ირჩევს არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად“. ”ჩვენ ვიყავით გაერთიანებულები ვიღაცის შესაცვლელად. ეს ადეკვატურიც იყო, რადგან საჭირო იყო დიდი ეფექტური გაერთიანება თავისი ლიდერით. წელს აღარ გვაქვს არჩევნები ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავის საარჩევნო პოზიციაზე დგას და ეს არ არის ორპოლუსიანი არჩევნები. აქ მარტო „ქართული ოცნება” და „ნაციონალები” აღარ ებრძვიან ერთმანეთს. აქ არის „ქართული ოცნება”, რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები აქვს, აქ არის „ნაციონალური მოძრაობა”, აქ არიან სხვა პარტიები - „თავისუფალი დემოკრატები”, ბურჭულაძის პარტია. მოთამაშეები გვაძლევენ საშუალებას ავირჩიო რომელია ჩემთვის მისაღები, შევხედო როგორ ისაუბრებენ კონკრეტულ თემატიკაზე, რას გვეტყვიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ ვირჩევთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ - ვიღაცას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)