23:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 17:37:43, 1438 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით სცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პორკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია - „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. 

იგი სირიის რესპუბლიკაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს შეუერთდა და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში იღებდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics