22:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 15:17:11, 714 ნახვა

საზოგადოება
გმირ კურსანტთა ქუჩის კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა #22-ში მდებარე კორპუსებში ახალი ქანობიანი სახურავი გაკეთდა და სადარბაზოს შესასვლელი თაღის რეაბილიტაცია განხორციელდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვს სართულიანი კორპუსის 721 კვ.მ. ფართობზე გამოიცვალა დაზიანებული ხის კარკასი და მოეწყო თუნუქის ქანობიანი სახურავი. ხოლო, ცხრა სართულიანი კორპუსის სადარბაზოში ახალი თაღი და პარაპეტი გაკეთდა.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 20 ათასი ლარი გამოყო. ობიექტები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics