15:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 14:38:21, 921 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე: პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის ბეჭდის ჩუქება, ამომრჩევლის მოსყიდვაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვაა.

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ახლადაქორწინებულთათვის ბეჭდების გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვაა. საარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩევლისთვის სხვადასხვა ტიპის ფასიანი საჩუქრის გადაცემა, გარდა საარჩევნო ატრიბუტიკისა, არის ამომრჩევლის მოსყიდვა. განსაკუთრებით, როდესაც ოქროს ბეჭედს ეხება საქმე, ეს ერთის მხრივ უხერხულიცაა და ამ თემის პოზიციონირება, რომ პრემიერი ალადაქორწინებულებს ბრილიანტის ბეჭდებს ურიგებს და მეორე, კამპანიის პერიოდშ ეს არის მოსყიდვა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. ეს ქმედება უნდა დაჯაირმდეს ან ადმინისტრაციულად ან ჩამდენი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, ეს უვკე პროკურატურის შესაფასებელია“, - განუცხადა კახიძემ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით,  6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics