|
2016-08-09 10:39:46, 785 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირის N181, წერეთლის გამზირის N78, ლუბლიანას ქუჩის N11-სა და ახმეტელის ქ. N6-ის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა და განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბის რაიონის გამგეობამ სკვერების ტერიტორიაზე სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა. სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელით და საქანელებით. გარდა ამისა, დიდუბის რაიონში მიმდინარეობს ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია. ამჟამად მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაციას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, ასფალტის საფარის დაგებას კი დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია 2 სექტემბერს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე ლუბლიანას ქ N11-სა და დიღმის მასივის მე-3კვარტლის 33-ე კორპუსთან. ამ ეტაპზე, ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. ჯამში ასფალტის საფარი 2300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)