|
2016-08-08 10:17:49, 694 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ქართული ოცნება“ ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ
„განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, ახალი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ახალციხეში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას განაცხადა. კალაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ”, ქვეყნის მართვის ოთხწლიანი გამოცდილებით უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე. "ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს. ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა“, - აღნიშნა კალაძემ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)