|
2016-08-06 18:04:08, 767 ნახვა
პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა
აგვისტოს ომამდე არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევრო-ატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს“, - განაცხადა ბრაიზამ.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)