|
2016-08-06 14:07:29, 773 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში და არა მარტო იქ, „ოდეერები“ ახლაც არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი არც ერთ უწყებაში არ უნდა იყოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოდეერები“ არ არსებობენ და უწყებებში, უბრალოდ, სუს-ის წარმოამდგენლები არიან. ბერძენიშვილის თქმით, არ შეიძლება თავდაცვის მიისტრად „პაგონიანი“ ადამიანი დაინიშნოს. „სუს-ის მუშაკი, რომელიც არის რომელიმე უმაღლეს სასწავლებებში ან რომელიმე სამსახურში იმ უწყების ბიუჯეტზე, ის არის და იქნება „ოდეერი“. ახლა შეიძლება, ამ ადამიანს პიონერი დაარქვან - ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვთქვი, რომ თინათინ ხიდაშელმა „ოდეერები“ არ შეუშვა სამინისტროში და მინისტრად „ოდეერების“ უფროსი მოვიდა, ესაა პრობლემა და არა ის, რომ იგი „ოდეერის“ და საბჭოთა კავშირის “KGB”-ეს მემკვიდრეა. ეს სამსახური სულ სხვა საქმეებს უნდა მომსახურებოდა და „ოდეერის“ წარმოამდგენელი არ უნდა წასულიყო კულტურის სამინისტროში, უმაღლეს სასწავლებელში და მით უმეტეს, თავდაცვის სამინისტროში - ეს სისტემური შეცდომაა. თავდაცვის მინისტრად „პაგონიანი“ ტიპი არ უნდა დანიშნულიყო, ეს თანამდებობა პოლიტიკოსს უნდა დაეკავებინა. იზორია ამბობს პოლიტიკოსი ვარო და სუს-ი და პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან სუს-ის დიდი გამოცდილება მაქვს და ასეთი შეფასებები ჩემგან ნურავის გაუკვირდება. სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ადგილი ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული, სადაც მათ არსად არავითარი თანამშრომლები არ უნდა ყავდეთ. ის განცახადებები, რომ სუს-ის წარმოამდგენლები არ არიან თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაში - სიმართლეს არ შეესაბამება. იგივე უნივერსიტეტში ახლახანს ამასთან დაკავშირებით სკანდალი იყო ატეხილი. რას ნიშნავს არ არიან -დიახაც, არიან. რას იტყვის უმრავლესობის ლიდერი ამ თემაზე რა მნიშვნელობა აქვს. ერთი რასაც იტყვის იქ, ყველა თუთიყუშივით იმას გაიმეორებს. რაც თქვა იზორიამ იმასვე იტყვის ვოლსკიც, კვაჭანტირაძეც და ა.შ. მათ პარტიაში წესია ასეთი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსნებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, „ოდეერები“ არ არსებობენ და უწყებებში, უბრალოდ, სუს-ის წარმოამდგენლები არიან.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)