|
2016-08-05 15:08:15, 675 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკელ პროფესორ მუკულ რანჯანის შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკელ პროფესორ მუკულ რანჯანის შეხვდა, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოწვევითა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, მისი ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოში სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესწავლა-შეფასება და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 4 პუნქტიანი რეფორმის ფარგლებში უფრო აქტიურ ფაზაში განაგრძნობს სამეცნიერო ინოვაციების ხელშეწყობას, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევები მეცნიერებაში და მისი კომერციალიზაციისთვის საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება საქართველოს უნივერსიტეტებს, რათა დასავლური დონის ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრები შეიქმნას. მათი მთავარი ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების აღმოჩენა და მათი ავტორებისთვის სრული სერვისი (დაწყებული დაპატენტებიდან დამთავრებული მის კომერციალიზაციამდე) შეთავაზება იქნება. ამავე დროს, აღნიშნული ცენტრები დაეხმარება ეროვნულ დონეზე ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც აღნიშნული ცენტრების შექმნის შესაძლებლობა არ არსებობს. აღინიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ ორ ინსტიტუტსა და ერთ უნივერსიტეტში არსებობს დღეს ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მალე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რათა პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში შეიქმნას ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფიცრის თანამდებობა. მისი ძირითადი ამოცანა იქნება, მეცნიერებისთვის გამოგონებების კომერციალიზაციაში დახმარების აღმოჩენა. „ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაგვაჩნია, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და გლობალურ ბაზარზე გაცილებით კონკურენტუნარიანები გავხდეთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მუკულ რანჯანი ეწვია საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს, კვლევით ცენტრებს, აგრეთვე გამართა შეხვედრები საქართველოს საპატენტო სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში, შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები საქართველოში სამეცნიერო ინოვაციების კომერციალიზაციის ეფექტურად განხორციელებისათვის. (NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)