02:57 - 25 Apr, 2026
|
2016-08-04 23:12:12, 1226 ნახვა
სამართალი
ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ბათუმში მომხდარი ინციდენტის სესახებ განცხადებას ავრცელებს. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 4 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ამასთან, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით. -წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)