|
2016-08-04 14:47:14, 904 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ქორწინების ცნების განსაზღვრა არჩევნებს არ უკავშირდება
ძალიან არ მინდა, ეს ქორწინების ცნების განსაზღვრის საკითხი არჩევნებს დაუკავშირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ექპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც აღნიშნა: „ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში.“ მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში ქორწინების ცნების განსაზღვრის ინიციატივა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გააჟღერა. „ამ ინიციატივას, „რესპუბლიკელების“ გარდა, მხარს მაშინდელი კოალიციის ყველა პარტია უჭერდა. ჩვენ ამ ცვლილების ინიცირება პარლამენტში მოვახდინეთ, შესაბამისი კომისიაც შევქმენით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო სახალხო განხილვები იყო, მაგრამ კვორუმი ვერ შედგა. სწორედ ეს თქვა პრემიერმა, რომ ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა განახორციელოს. რეფერენდუმის შემდეგაც კი, კონსტიტუციაში ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. ძალიან არ მინდა, ეს საკითხი არჩევნებს დაუკავშირდეს, რადგან შემდეგ ამ თემის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ქორწინების ცნების განსაზღვრა ჯერ კიდევ 2014 წელს გვინდოდა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეთ და ეს ცვლილება განვახორციელოთ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)