|
2016-08-04 14:45:53, 1096 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ქვეყანაში სიტუაცია რომ აირიოს ერემაძე აგებს ამაზე პასუხს? რას ქვია შეფასება არ გავაკეთო?!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან ერემაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით, რომლის სურვილიც მხოლოდ ორ მოსამართლეს ჰქონდა, სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნებოდა. „ჩვენ მარტო პოლიტიკოსები კი არ ვართ, ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ, რომელიც ხალხმა აირჩია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხან გვაკრიტიკებენ და ხან გვაქებენ. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია, რომელიც აზრთა დაპირისპირების ფონზე, კანონს მინიმუმ 76 ხმით ღებულობს. არ შეიძლება, რომ ორ ადამიანს სურვილი გაუჩნდეს, ოდესიდან ჩამოწოდებული წინადადებით ან სხვა მოსაზრებით რაიმე კანონი გააუქმოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს ვენეციის კომისია დადებითად აფასებს. ამ ცვლილებით, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო აპირებდა, სახელმწიფოში ქაოსი და პოლიტიკური კრიზისი იქმნებოდა. რას ნიშნავს ამის თაობაზე არაფერი არ უნდა ვთქვათ?! ჩვენ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლები ვართ. როდესაც პარლამენტი, იურისტების ძლაიან დიდი ჯგუფი, კონსტიტუციონალისტები და პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსზე ჩამოყალიბდება და მისი გაუქმება ორ მოსამართლეს უნდა, რას ქვია შეფასება არ გავაკეთო?! ვინ აგებს პასუხს საზოგადოების წინაშე - ერემაძე აგებს პასუხს აქაურობა რომ აირიოს?“, - განუცხადა ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, რომ ქეთევან ერემაძის განცხადებით, „პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს“.
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)