|
2016-08-03 09:16:36, 632 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი იორდანიის ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს მოჰამათ თნეიბათის შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს მოჰამათ თნეიბათის შეხვდა, რომელიც საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით იმყოფება. შეხვედრას ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკისა და განათლების სისტემების ურთიერთქმედების საკითხებიგანიხილეს. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გამართული სისტემის არსებობა წარმატებული ეკონომიკის შესაქმნელად. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების განვითარებაზეც. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იორდანიელ სტუმარს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების გეგმის ის ნაწილი, რომელიც პროფესიული განათლების სრულყოფას შეეხება. მისი განცხადებით, აღნიშნული რეფორმა სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელის დანერგვას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული რეფორმა გააუმჯობესებს არა მხოლოდ განათლების სისტემას, არამედ მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის განვითარებას. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ პროფესიული განათლება და გადამზადება, დაწყებით და უმაღლეს განათლებასთან ერთად, სწორედ ის მიმართულებებია, რომლებიც ქვეყანაში წარმატებას მოიტანს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, საკუთარი ბიზნესის შექმნაზეც იფიქრონ. იორდანიის ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა მოჰამათ თნეიბათმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველომ გაიარა საკმაოდ დინამიური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი განათლების სფეროში. მისი თქმით, ეს პროცესი მიმდინარეობდა იორდანიის მსგავს პირობებსა და კონტექსტში, ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოჰამათ თნეიბათმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და იორდანიის თანამშრომლობა განათლების სფეროში გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება. იორდანიის დელეგაციის ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს. საქართველოში იორდანიელი სტუმრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ვიზიტი ასევე მოიცავს სამუშაო შეხვედრებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში. ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)