18:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 16:05:35, 776 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“  დირექტორს, გენადი გეცოლდის და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საქონლის საკვების წარმოებისა და რძის წარმოების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ მეცხოველეობის დარგში ბელარუსის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაში მეცხოველეობის დარგი პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და თანმიმდევრულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროექტები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, მათ შორის, ვეტერინარიის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ანგარიშს გაეცნენ.

„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდებიან და მეცხოველეობის ფერმებს დაათვალიერებენ.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics