|
2016-08-02 13:18:25, 658 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს ანგელოზის დღეს ულოცავს. "გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღსასწაულს, ილიაობას - ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას. 29 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შთამაგონებელ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა, რომელსაც მაშინ რამდენიმე წერილიც მივუძღვენი. ილია ხომ ჩვენი ეპოქის შვილია, ადამიანი, ვის შემოქმედებას და ბიოგრაფიას სკოლაში ვსწავლობდით, და ამ დროს, კომუნისტურ საბჭოთა კავშირში იგი წმინდანად შეირაცხა! ამ ნაბიჯით იგი გახდა შემოქმედი ახალი სულიერი ისტორიის, ვის ხატშიც ჩვენ თანამედროვეობაში უნდა ვიპოვოთ და ამოვიცნოთ ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობები. დღესაც შემიძლია გავიმეორო 29 წლის წინ გამოთქმული აზრი, რომ „წმინდანი არის მორწმუნის მიერ არჩეული გზის სისწორის რეალური დასაყრდენი და იმედი, მასაზრდოებელი ძალა". ამდენად, უწმინდესმა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით ახალი იმპულსი შესძინა ჩვენ ყოველდღიურ გარჯას, უზენაესი, მაგრამ ცოცხალი და ხელშესახები მაგალითის ჩვენებით სწორი ორიენტირი დაუსახა თითოულ ჩვენგანს და საზოგადოებას მთლიანად, ჩვენი უახლოესი ისტორიის დრამატულ მომენტში განგვიმტკიცა საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)