17:44 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 18:22:01, 1118 ნახვა

ეკონომიკა
აბაშიშვილი: ეკონომიკური გუნდის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვადა დაირღვა

"ეკონომიკური გუნდის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვადა დაირღვა", – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
აბაშიშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტსა და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ, თუმცა, მათ ეს არ შეასრულეს.

„მოგეხსენებათ, გასულ კვირას  საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს,  ვიცე პრემიერს და ფინანსთა  მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე  სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა,  გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის  ეკონომიკური გუნდის წევრები  პრეზიდენტს და საზოგადოებას  დაპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ  სავალუტო სტაბილიზაციის  კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  და ეროვნულ ბანკთან   თანამშრომლობით.  სამწუხაროდ, ამ დრომდე გეგმა  წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა და მოუწოდა, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარმოადგინონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics