|
2016-08-02 11:12:10, 825 ნახვა
საზოგადოება
თამბაქოს გარე რეკლამის აკრძალვა გარერეკლამის ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს
გარე რეკლამის ინდუსტრია ცვლილებების მოლოდინშია. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, კანონად ქცევის შემთხვევაში, გარე რეკლამის კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს და როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს. საქმე ეხება თამბაქოს რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის პროდუქციის გარე რეკლამა სრულად იკრძალება. აღსანიშნავია, რომ თამბაქის პროდუქციის რეკლამა საქართველოში ისედაც დიდი ხანია აკრძალულია, არ დაიშვება მისი სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა... IDFI-ს კვლევის მიხედვით, გარე რეკლამის ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა Alma, Outdoor.ge და Fertuna Media, თუმცა მათ გარდა ბაზარზე რამდენიმე პატარა კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც CBW-თან საუბრისას დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, გარე რეკლამის ინდუსტრიის ძირითად შემოსავალს სწორედ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეკლამიდან იღებს. „ჩვენი შემოსავლების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55% თამბაქოს პროდუქციის რეკლამაზე მოდის და ამ კანონპროექტის კანონად ქცევა პირდაპირპროპორციულად დაარტყამს ჩვენს ბიზნესს, ჩათვალეთ რომ გარე რეკლამის ბიზნესი პირდაპირ მიბმულია თამბაქოს რეკლამაზე და თამბაქოს რეკლამა თუ აიკრძალა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იქნება გარე სარეკლამო კომპანიებისთვის, ასეთი კი საქართველოს მასშტაბით 12 კომპანიას აჭარბებს“, - განმარტავს კონსტანტინე ჭავჭანიძე.
(NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)