09:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 09:41:02, 701 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: თავდაცვის მინისტრად იზორიას დანიშვნა სისტემურად არასწორი ნაბიჯია

„თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნა სისტემურად არასწორი ნაბიჯია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იზორიას მნიშვნელოვანი მიმართულებით სეზრიოზული კვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე  „არასწორი მომავალია“.

"შეიძლებოდა უკეთ მომზადება ამ საქმისთვის, მაგრამ მე უფრო ღრმად არ ჩავალ რამოდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ერთად მოგვიწევს ძალიან სერიოზულ საქმეებზე მსჯელობა. ცხადია, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მექნება ის ურთიერთობა, რაც უნდა მქონდეს. თავად ლევან იზორიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე მგონია, რომ ეს სისტემურად არასწორად დანახული მომავალია და არასწორი ნაბიჯია",-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics