|
2016-08-01 15:24:15, 579 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსხვერპლის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვითარების სრული დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო. ასევე აღინიშნა სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა და გამოითქვა დაინტერესება, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც დაეთმო. მხარეები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)