|
2016-08-01 15:02:44, 697 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: „ქართული ოცნება“ პარლამენტის დარბაზში ძალის გამოსაყენებლად ემზადება
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი, გორის რაიონსა და ქარელში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნება“ პარლამენტში ძალის გამოსაყენებლად ემზადება. როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო საქმიანობა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არ არის. „თუ „ქართულმა ოცნება“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მოჭიდავეა, ძალაუნებურად, აზრი გადადის იმ ვითარებაზე, რასაც ჩვენ კორცხელის ინციდენტზე ვაკვირდებოდით. იქ, რამდენაც ვიცი, სერიოზული პასუხისმგებლობა სწორედ მოჭიდავეებს ეკისრებოდათ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ პარლამენტის დარბაზში ძალის გამოსაყენებლად ემზადება. იქ მათ ზონდერების ჯგუფი ეყოლებათ. აღარ იქნება ისეთი ინციდენტები, როგორიც იყო კორცხელის შემთხვევა. ვინაიდან, წინასწარ ეცოდინება ყველას, რომ იქ არიან არა მანდატურები, არამედ ზონდერები. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეს მიმანიშნებელია, რომ საპარლამენტო საქმიანობა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არ არის. მათ სავარძლები აინტერესებთ, რაც ქვეყნის მართვის მუდმივ შესაძლებლობას იძლევა. რაც მთავარია, პარლამენტარობა გახლავთ თავშესაფარი სერიოზული ბიზნესისთვის. ვერც მცირე და ვერც საშუალო ბიზნესი ვერ გაიხარებს თუ მისი მფლობელი არ არის პარლამენტარი“, - აცხადებს ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქარელში „ოცნების კანდიდატი“ 32 წლის მოჭიდავე გია თოთლაძეა, გორის რაიონში მმართველ გუნდს ყოფილი ძიუდოისტი თენგიზ ხუბულური წარმოადგენს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)