|
2016-08-01 10:59:13, 1186 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: კორცხელის ინციდენტს აუცილებლად გამოვიძიებთ
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადნენ. „შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი, რომ მათ მიმართ უფრო მძიმე აღმკვეთი ღონისძიების ზომა ყოფილიყო გამოყენებული.“ როგორც „იმედის დროსთან“ ინტერვიუს დროს შოთაძემ განაცხადა, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. „საუბარი საკმაოდ მძიმე ბრალდებებზეა. გამოძიება გრძელდება. ჩვენ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან მოვისმინეთ, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებზე საუბრობდნენ - „კალა კაპიტალსა“ და „ალფა ბანკზე“. მათი თქმით, სწორედ აქედან მოხდა, ბრალდებულების პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და შესაძლოა, ამ ყყველაფრის უკან მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები ყოფილიყვნენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ, ვინაიდან ეს გადარიცხვები საქართველოში არ მომხდარა. ეს არარეზიდენტი პირების მრიდან განხორციელდა. ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. თითოეულ კონკრეტულ ბრლდებულზე ინდივიდუალურად ხდება აღკვეთი ღონისძიების განხორციელდა. კორცხელის ინციდენტის მონაწილეები სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადნენ. ამ პირების მიმართ არ არსებობდა საფუძველი, რომ უფრო მძიმე სასჯელი ყოფილიყო“, - განაცხადა შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)