|
2016-07-31 13:51:44, 841 ნახვა
საზოგადოება
შემოდგომაზე თბილისში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სივრცის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს,დასაქმდება 65-მდე ადამიანი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. „სრულდება კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას დავპირდით, ახალი სასწავლო წლისთვის ამ ბაღს გავხსნით და 400-მდე აღსაზრდელს მივიღებთ. ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა. აღსანიშნავია, რომ აშენდა ახალი შენობა, ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. არსებული შენობა 2011 წელს, მძიმედ ავარიულობის გამო, დაიხურა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 1 063 170 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, შემოდგომაზე თბილისში კიდევ 2 ახალი ბაღი გაიხსნება. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)