17:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 19:24:57, 625 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინაციით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის პერსპექტივები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.  

ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შშმ და სსმ პირთა დამსაქმებლებთან შეთანხმებით, ხელფასის 50%-იანი სუბსიდირება (არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეები პოტენციური დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების კონსულტანტები.

შეხვედრაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics