|
2016-07-29 15:13:48, 618 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო
თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად ჩადო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოემსახურება ახალ ავტობუსებს, იქნება 370 ავტობუსზე გათვალისწინებული ავტობაზა. ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა ქალაქში და განთავსდებიან აქ. ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და შესაბამისად, გაზაფხულზე დასრულდება ამ ავტობაზის მშენებლობა. აქ მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი,რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს. მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება და სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს კომპანია „მანის“ ახალ ავტობუსებს. (NS)
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)