|
2016-07-29 14:43:23, 574 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე NDI-ის კვლევებზე: ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, კაცი უნდა ვიყო და სასურველია კახელი
NDI-ის კვლევის შედეგებზე ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია, კახელი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევის შედეგები ისეთ კომენტარს იმსახურებენ, რომელსაც ის ვერ გააკეთებს. „პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი. რაც შეეხება სხვა შეფასებას - როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია - ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან უნდა მჭიდრო ურთიერთობა და ამ ფონზე ის განცხადებები, რაც.გაკეთდა, ის ციფრები, რაც დღეს გავრცელდა, როგორც მოგახსენებთ იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. ამასთან, მისივე თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ 57% არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ძალიან დიდი პროცენტია. „აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ამ 57%-ში ძალიან ბევრია ჩვენი ამომრჩეველი. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ინტენსიური კამპანია დაწყებული არ გვაქვს. ერთი რამეც უნდა ითქვას - სამწუხაროდ, ჩვენ არ ვშუქდებით ისეთი ინტენსიურობით ტელევიზიების მხრიდან, პრაქტიკულად ჩვენთვის დახურულია მნიშვნელოვანი თოქ-შოუები, ეს გარკვეულწილად გვიშლის ხელს, მაგრამ ამას ყველაფერს გადავლახავთ მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, აქტიურობით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)