01:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:30:25, 1213 ნახვა

სამართალი
ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ შეძახილებით გავამხნევოთ

ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ  შეძახილებით გავამხნევოთ, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას შეეხებოდა.

ბესელიას თქმით, დავით უსუფაშვილის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან მიმართებაში გადაჭარბებულია.

„გასაძლები არაფერი ეტყობოდათ იმ მოსამართლეებს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვუყურებთ ისეთ სუსტ ორგანოდ, რომ შეძახილებით გავამხნევოთ. მგონია, ახლა გადავიდა პროცესი ყველაზე სწორ და სამართლებრივ ეტაპზე, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ხდება", - განაცხადა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზეწოლას არ დაემორჩილებიან. 

"რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდინი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics