|
2016-07-29 13:35:14, 655 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ
პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. როგორც ბესელია აცხადებს, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა კვლევის მიხედვით 60%-მდეა, რაც ნიშნავს, არჩევნებზე სხვა შედეგები დაფიქსირდება. „მე ყურადღებას მივაქცევდი იმას, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ეს კარგი მაჩვენებელია, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირველ ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით 60%-მდეა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან, რაც არჩევნებზე დაფიქსირდება. შესაბამისად პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მაჩვენებელია, რომელსაც არ გადაუწყვეტია, ეს არის ფრთხილი ამომრჩეველის კატეგორია. ვფიქრობ, როცა გაანალიზდება რეალობა, საბოლოოდ მხარს „ქართულ ოცნებას" დაუჭერს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)