|
2016-07-29 12:14:19, 660 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: „ქართული ოცნება“ სოციალურ კვლევებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს
„ქართული ოცნების“ წევრს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, NDI „ოცნებას“ 2012 წელს 17%-ზე ნაკლებს უწერდა, „მაგრამ ყველამ იცის როგორ დასრულდა არჩევნები.“ როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ქუცნაშვილა აღნიშნა მმართველი გუნდი სოციოლოგიურ კვლევას მნიშვნელობას არ ანიჭებს. „ჩვენ ზოგადად ერთი პოზიცია გვიკავია, რომ მთავარი კვლევა, ეს არის ამომრჩევლის აზრის დაფიქსირება საარჩევნო კაბინაში. ჩვენ მხოლოდ საარჩევნო კაბინაშ ფარულად ამომრჩევლის ნების გამოვლენას ვენდობით. 2012 წელს NDI-ი 17%-ზე ნაკლებს გვიწერდა. სოციოლოგიურ კვლევებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ“, - აცხადებს ქუცნაშვილი. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა. კითხვაზე ხვხალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭერდა. მეორე ადგილს რეიტინგში 13%- ით „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ იკავებს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)