17:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 14:55:59, 804 ნახვა

საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, სხვა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განუცხადეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა უცვლელია. გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაშავდა. ინციდენტი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics