15:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 10:58:38, 1835 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის პოლიციამ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაქცეული მიგრანტი დააკავა

გერმანიის ქალაქ ბრემენში პოლიციამ 19 წლის ალჟირელ მიგრანტი დააკავა, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ის ბრემენის რკინიგზის სადგურში დააკავეს.

როგორც Reuters წერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. განგაშის მიზეზი თვითმხილველების შეტყობინება გახდა იმის შესახებ, რომ მათ სავაჭრო ცენტრში კლინიკიდან გაქცეული პაციენტი ნახეს.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრი სამედიცინო დაწესებულებიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ალჟირელი კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს, რადგან მან თავის დაზიანება სცადა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ქმედებებს უჭერდა მხარს, თუმცა მისი დაჯგუფებასთან კავშირი დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics